შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტო შაორის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. ბანაკი 27-დან 31 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

📌 ბანაკში რეგისტრაციის მსურველი უნდა იყოს:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, ან
  • სტუდენტური/ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი,
  • და ჰქონდეს ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრავალფეროვან კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

📍 რეგისტრაციის ბმული: https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx…

📌 ადგილები შეზღუდულია – ბანაკში მონაწილეობას მიიღებს პირველი 96 დარეგისტრირებული ახალგაზრდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading