ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე მწუხარებას გამოხატავს ბოლნისის თეატრის მსახიობის ლადო კენჭოშვილის გარდაცვალების გამო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მწუხარებას გამოთქვამს ბოლნისის თეატრის გამორჩეული მსახიობის, ლადო კენჭოშვილის, გარდაცვალების გამო.
„ბატონმა ლადომ თავისი ნიჭით, შრომითა და ადამიანური სითბოთი ბოლნისის კულტურის ისტორიაში ღირსეულ კვალი დატოვა. მისი შემოქმედებით შექმნილი პერსონაჟები და ხსოვნა მუდამ დარჩება მაყურებლის გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს,“ – წერს გიორგი სვანიძე სოციალურ ქსელში.