მარნეულელი ტაეკვონდოისტებისთვის მასტერკლასს კორეელი ოსტატები ჩაატარებენ

მარნეულში ტაეკვონდოს სასწავლო-საგანმანათლებლო სემინარი გაიმართება, რომელსაც მაღალი კლასის კორეელი ინსტრუქტორები უხელმძღვანელებენ. ღონისძიება საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით ტარდება და მას თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს სპორტული დარბაზი უმასპინძლებს.

სემინარს ტაეკვონდოს სამხარეო და საერთაშორისო დონის ინსტრუქტორები ჩაატარებენ:
▪ დუხვი ლი – მერვე დანის მფლობელი
▪ ინჰიე კვონი – მეოთხე დანის მფლობელი
▪ მინსეონ ჯეონი – მეოთხე დანის მფლობელი

🔹 ღონისძიებაში მონაწილეობას მარნეულის სპორტული სკოლის ტაეკვონდოს წრის აღსაზრდელები მიიღებენ. სემინარის ფარგლებში დაგეგმილია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ვარჯიშები, რომლებიც კორეელ ოსტატებთან ერთად ჩატარდება.

სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მათი ტექნიკური და პროფესიული უნარების განვითარება. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონული სპორტის განვითარებისთვის – ადგილობრივ სპორტსმენებს ეძლევათ უნიკალური შანსი, უშუალოდ ტაეკვონდოს სამშობლოდან მოწვეული ოსტატებისგან შეიძინონ ცოდნა, გაიღრმავონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიულად გაიზარდონ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading