დავით შერაზადიშვილი: მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების კურსდამთავრებულებს
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.
,,დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აღნიშნული პროცესი ქვეყნის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც ასობით ახალგაზრდა ადამიანის პროფესიულ არჩევანსა და მომავალს განსაზღვრავს.
მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების კურსდამთავრებულებს. მჯერა, რომ თითოეული აბიტურიენტი ღირსეულად და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით შეხვდება ამ გამოწვევას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები არა მხოლოდ ცოდნის, არამედ მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები თავიანთი მაქსიმალური შესაძლებლობების წარმოჩენით დასახულ მიზნებს წარმატებით მიაღწევენ.
საქართველოს პარლამენტი და ცენტრალური ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს განათლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერას.”- აცხადებს დავით შერაზადიშვილი