დმანისში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის პროექტები ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ხერგიანისა და ცურტაველის ქუჩებზე მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით ნახევარ კილომეტრიანი გზის მონაკვეთის ასფალტირება და მოწესრიგება იგეგმება.

მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და მერის მოადგილე კახა პეტრიაშვილი. როგორც მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას პრიორიტეტად მიიჩნევს და მსგავსი პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად განაგრძობს.

„მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რათა ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო უსაფრთხო და კომფორტული,“ — განაცხადა კობა მურადაშვილმა.

პროექტის საერთო ღირებულება 226,606 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

  • დმანისის მუნიციპალიტეტის მმართველობის გუნდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading