საქართველოს მთავრობამ უცხოელებისთვის შრომის ახალი წესები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს შრომითი საქმიანობის უფლებას შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე. დადგენილება ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ახალი წესი შეეხება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან ან დამოუკიდებლად, სამეწარმეო/სამუშაო პროცესში ფინანსური სარგებლის მისაღებად მუშაობენ. დადგენილება ადგენს უფლებების გაცემის, გაგრძელებისა და შეწყვეტის წესებს, კრიტერიუმებს, ვადებს და მონიტორინგის მექანიზმებს.

განსაკუთრებული შეზღუდვები ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე:

  • საკურიერო მომსახურება – წლიური კვოტა 0;
  • მგზავრების გადაყვანა – წლიური კვოტა 0;
  • ტურისტებისთვის გიდობა – წლიური კვოტა 0;
  • ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისი – წლიური კვოტა 200.

დადგენილება ძალაში შევა 2026 წლის 1 მარტიდან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading