,,მსოფლიო ბანკმა საქართველოს ლიდერობა დაადასტურა” -ვახტანგ ცინცაძე

„მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების“ მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, როგორც 2024, ასევე 2025 წელს“, –  განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა დაახლოვოს ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას.

„ჩვენი მიზანია, ეკონომიკური პარამეტრები და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავაახლოვოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და ზოგადად ეკონომიკა გადავიდეს თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე,“ – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading