სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) და ი. ზ. (მის: სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.

📍 ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ი. ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი. ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და, შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

🔹 სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მყისიერად მიეწოდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading