ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ მოქალაქეთა მიღება გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები, რომელთა მოგვარების გზებზე მერის პირველმა მოადგილემ მერიის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა.