ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, გიორგი გასვიანთან ერთად სოფელ ბალახაურში, მუხრანასა და დისველში მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.
მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.