დავით სონღულაშვილი: არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ აგროსასურსათო პროდუქციაზე ფასების კლების, ისე ორგანიზებულ სავაჭრო ქსელებში ქართული წარმოების პროდუქციის წარმოდგენის ზრდის მიმართულებით.

მისი თქმით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ პოტენციალი გაზარდონ აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება, რაც საბოლოოდ ფასების კლებასა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე აისახება.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს ადგილობრივ მწარმოებლებს, ერთის მხრივ, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, მოხდეს ფასების კლება, რაც ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს უმასპინძლა. პრემიერის განცხადებით, არსებული საბაზრო წესები გარკვეულწილად აფერხებს ქართული პროდუქციის სრულფასოვან რეალიზაციას ქსელურ მარკეტებში.

კომისიის სხდომას ადგილობრივი წარმოების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading