განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

რწმუნებული და მინისტრი, ქალაქ ბოლნისის მესამე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, გაეცნენ.

ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ლარამდეა.

ორივე საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

სკოლის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძემ; ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრავამ.

ქვემო ქართლის მხარე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading