ტრაგედია ლისაბონში
ლისაბონში, ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულად პოპულარულ ადგილზე – ფუნიკულიორ „გლორიაზე“ – მძიმე ავარია მოხდა. სამთო ტრამვაის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაზარალებულთა შორის არიან უცხოელი ტურისტებიც.
ავარიის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მომხდარის გამო, პორტუგალიაში 4 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა, ლისაბონში კი გლოვა სამი დღე გაგრძელდება.

ფუნიკულიორი „გლორია“ ლისაბონის ერთ-ერთი ისტორიული მემკვიდრეობა და ტურისტული სიმბოლოა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ათწლეულების განმავლობაში ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.