⚽ 4 და 7 სექტემბერს – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
4 და 7 სექტემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება საქართველო-თურქეთისა და საქართველო-ბულგარეთის მატჩები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში.
მატჩებთან დაკავშირებით, მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე დღეს 10:00-დან 00:00 საათამდე.
🚫 გადაადგილება აიკრძალება შემდეგ ქუჩებზე:
- გიორგი ცაბაძე
- დიმიტრი ყიფიანი
- მეტრეველი
- აკაკი წერეთლის გამზირი
✅ გადაადგილება შესაძლებელი იქნება:
- თევდორე მღვდლის
- აბასთუმნის
- მიხეილ წინამძღვრიშვილის
- თამარ მეფის გამზირის
- არჩილ ქურდიანის
- შოთა იამანიძის
- მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.
🚍 საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს შეცვლილი მარშრუტით — კონკრეტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადაადგილება განსხვავებული სქემით მოხდება.
👉 მგზავრებს ურჩევენ წინასწარ დაგეგმონ გადაადგილება და გაითვალისწინონ ტრაფიკის ცვლილებები.
ℹ️ დეტალური ინფორმაცია მარშრუტების ცვლილებებზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.