ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი გამკაცრდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან აკონტროლებს. კონტროლის ღონისძიებების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დეპარტამენტმა შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო.

სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამოვლენის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა და შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. დღეის მდგომარეობით, გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. ასევე, პერიოდულად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება.

გაძლიერებული რესურსების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმონ, რაც კონტროლის მასშტაბურობასა და ეფექტიანობას ზრდის.

მიღებული შედეგების მიხედვით, 2024 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო 2025 წელს ოთხ მსხვილ ქალაქში ჩატარებული ინტენსიური შემოწმებების შედეგად 454-ით მეტი დარღვევა დაფიქსირდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading