მიხეილ სარჯველაძე: აპრილისთვის ფასების რეგულირების მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება


ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აპრილისთვის მკაფიო გახდება მთავრობის საკოორდინაციო კომისიის საქმიანობის შედეგები ფასების რეგულირების მიმართულებით. მინისტრის თქმით, სექტორთან შეხვედრების ეტაპი წარმატებით დასრულდა და გამოიკვეთა ფასების შემცირების რეალური რესურსი.

მომდევნო ეტაპზე მუშაობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება, სადაც კონკრეტული საკითხების დამუშავება მოხდება. მთავრობის შეფასებით, სამუშაო პროცესი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს, ქსელურ მარკეტებს, დისტრიბუტორებს, ადგილობრივ მწარმოებლებსა და საწვავის მსხვილ კომპანიებს მოიცავს, სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დასრულდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading