პრემიერ-მინისტრმა დუბაიში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე – ინვესტიციების მომავალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე „ინვესტიციების მომავალი“. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021-2025 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია პოლიტიკურმა სტაბილურობით, დაბალ საგადასახადო განაკვეთებით, ეფექტური მართვით, ბიუროკრატიის გამარტივებითა და კორუფციის დაბალი დონით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, მაღალი ინვესტიციური აქტივობა ინფრასტრუქტურაში, სარკინიგზო კავშირების მოდერნიზება, მაგისტრალებისა და პორტების განვითარება, ასევე ციფრული დაკავშირებადობის გაფართოება. განსაკუთრებულ ყურადღებას თავად ანაკლიის პორტის მშენებლობას უთმობს.

ირაკლი კობახიძემ გაასაჯაროა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოზიდულია 8 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მათ შორის Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია უძრავი ქონების ბაზარზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ქსელის წყალობით 40-ზე მეტ ქვეყანასთან ინტეგრირებულია და ქვეყნის ეკონომიკა მზარდი ინვესტიციებისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს ქმნის. ასევე, ქვეყნის ნდობის დასადასტურებლად საქართველო ახლახან გამოუშვა 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე, სადაც მოთხოვნა განგრებულ მოლოდინს 5,5-ჯერ გადააჭარბა.

კობახიძე აუდიტორიას მოუწოდებდა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, განსაკუთრებით უძრავი ქონების, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ენერგეტიკის სექტორებში.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading