შემოსავლების სამსახური განმარტებას ავრცელებს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყება კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“. უწყების განცხადებით, 2026 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,057,004.43 ლარის ოდენობით.

„აქვე, აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებული იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), რითაც მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია.

2026 წლის 9 იანვარს, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს კვლავ წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს, მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ინკასოს დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, რომელთა შემუშავებაშიც ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინკასოს დადება ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, კანონმდებლობის შესაბამისად და თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading