ნინო ლაცაბიძე: საბავშვო ბაღების ახალი ინფრასტრუქტურა ჩვენი პატარებისთვის არსებული სერვისების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს

რუსთავში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია სრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

რუსთავში, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

რუსთავში, მე-11-ე და 25-ე ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მოზარდის საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობების მშენებლობა, თითქმის დასრულებულია. სამივე ბაღში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, კი ჯგუფების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. მე-11 საბავშვო ბაღი, 6-ის ნაცვლად 12, 25-ე ბაგა ბაღი, კი 12-ის ნაცვლად 18 სააღმზრდელო ჯგუფს მიიღებს და ჯამში 800-მდე მოზარდს მოემსახურება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია 31-ე საბავშვო ბაღშიც, რომლის განახლებული სერვისითაც, ძალიან მალე, 300-ზე მეტი რუსთაველი ბავშვი ისარგებლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading