ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის – „ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი“ – პრეზენტაცია და დიდი მხატვრის მიერ პარიზში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

წიგნ-ალბომი, რომელიც ავტორებმა ხათუნა კიკვაძემ და გიორგი ჯანბერიძემ წარადგინეს, ელენე ახვლედიანის პარიზული პერიოდის, 1924 -1927 წლების შემოქმედებას და კოლაროსის თავისუფალ აკადემიაში სწავლისას შექმნილი შიშველი ნატურის – ნიუს ჩანახატებს ეძღვნება.

წიგნ-ალბომის პირველი პრეზენტაცია მიმდინარე წლის 12 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიმართა.

სახლ-მუზეუმში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილია 1924 -1927 წლებში შექმნილი პარიზის ქალაქური და საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები. გამოიფინა ასევე მხატვრის სახლ-მუზეუმსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ფერწერისა და გრაფიკის ფონდებში დაცული ნამუშევრები.

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაუტარდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading