თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მერიის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა გასული თვის საქმიანობის ანგარიში და გაეცნო თითოეული სამსახურის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.