ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ბ.ე., ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

ამჟამად ბ.ე.-ს მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading