2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
საქართველოს მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელიც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ახალ პროგნოზებსა და არსებული რესურსების გადანაწილებას ითვალისწინებს. ცვლილებები მომზადდა 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად და მიზნად ისახავს როგორც დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას, ასევე გამოთავისუფლებული რესურსის გადამისამართებას პრიორიტეტულ პროგრამებზე.
მნიშვნელოვანი ცვლილებები:
- ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა 6.0%-დან 7.2%-მდე.
- ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.2%-დან 3.9%-მდე გაიზარდა.
- მთავრობის ვალი 35.9%-დან 34.1%-მდე შემცირდა.
- ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი იზრდება 222,6 მლნ ლარით და შეადგენს 32 133,5 მლნ ლარს.
შემოსავლების დეტალები:
- საგადასახადო შემოსავლები: 25 505,0 მლნ ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 21 940,0 მლარი, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების წილი 3 565,0 მლნი ლარი).
- გრანტები და სხვა შემოსავლები: 2 761,2 მლნ ლარი.
- არაფინანსური აქტივების შემცირება (პრივატიზაცია): 520,0 მლნ ლარი.
- ფინანსური აქტივების შემცირება (სესხების დაბრუნება): 220,0 მლნ ლარი.
- ვალდებულებების ზრდა: 3 127,3 მლნ ლარი.
ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის უფრო ეფექტურ განკარგვას და პრიორიტეტული პროგრამების დროულ დაფინანსებას.