ბოლნისის მერმა საქართველოს ბანკისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
პროექტის ფარგლებში, ბოლნისში მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდის სისტემა დაინერგება. გადახდა შესაძლებელი იქნება საქართველოს ბანკის ბარათებითა და სპეციალური სამგზავრო ბარათებით.
შეღავათიანი სტატუსის მქონე პირებსა და მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სამგზავრო ბარათები დამზადდება, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.