საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ სპეციალური კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა

ოპერაციის შედეგად დაკავებულია 45 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდნენ. მათ შორის არიან კენიის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა სხვადასხვა ლოკაცია და ობიექტი გადაამოწმეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაარღვიეს საქართველოში ყოფნის წესები.

დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან გადაყვანილი და მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading