მარნეულის მერი ქეშალოს მოსახლეობას შეხვდა და სოფელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

მარნეულის მერი, დაურ ისმაილოვი ქეშალოს მოსახლეობას შეხვდა და სოფელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შიდა გზების მოწყობის სამუშაოებსა და მათ მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ქეშალოში, ალგეთის მევენახეობაში, ილმაზლოსა და კაპანახჩში ჯამში 3.5 კილომეტრი შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.


ამასთან, სოფელ მეორე ქესალოში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის სრული განახლება, რომლის ფარგლებში 36 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა ქსელი მოეწყობა.
პროექტების საერთო ღირებულება 3 მილიონ 950 ათას ლარს შეადგენს.
