თეთრიწყაროს კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირიდან ხუთი მედალი ჩამოიტანეს

12-14 ივლისს ბათუმმა მასპინძლობა გაუწია საერთაშორისო კარატეს ტურნირს — OPEN BATUMI, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმატებით იასპარეზეს თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტურნირზე ხუთი მედლის მოპოვება შეძლეს.

პრიზიორები არიან:

  • გიორგი ელიაური (14-15 წ., -63 კგ) — I ადგილი
  • მარიამ ბექაური (10-11 წ., -30 კგ) — I ადგილი
  • თამარ მჭედლიძე (10-11 წ., +45 კგ) — II ადგილი
  • გაბრიელ თამაზაშვილი (6-7 წ., -27 კგ) — II ადგილი
  • ნიკოლოზ ელიაური (12-13 წ., -55 კგ) — II ადგილი

სპორტსმენების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს — ვასილ მაღლაკელიძეს და მინდია აფციაურს.

ტურნირში მონაწილეობა სპორტსმენებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო დონეზე წარდგენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading