„ეს მხოლოდ დასაწყისია“ — მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულში“ და ემოციური განცხადება
„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
„ლივერპულის“ რიგებში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა – ინგლისურმა გრანდმა ამხანაგურ მატჩში „პრესტონი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ მოედანზე პირველი 45 წუთი გაატარა და ერთი ბურთის მოგერიებაც შეძლო. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ლივერპულში“ ითამაშა.
