სამების ტაძარში 72-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა – ილია მეორის ნათლულთა რიცხვი 49 ათასს გადააჭარბა

თბილისის სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. საზეიმო რიტუალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ.

საყოველთაო ნათლობის ფარგლებში, პატრიარქის ნათლული კიდევ დაახლოებით ათასამდე ბავშვი გახდა. აღნიშნული ინიციატივა 2008 წელს ილია მეორის კურთხევით დაინერგა და მას შემდეგ სისტემატურად ტარდება.

  • ილია II-ის გადაწყვეტილებით,საქართველოიში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლიღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლიღების დღესასწაულზე შედგა.
  • საქართველოს ეკლესიის  წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.

ამჟამად პატრიარქის ნათლულთა საერთო რაოდენობა 49 ათასს აღემატება. საყოველთაო ნათლობა მოიცავს იმ ახალშობილთა ნათლობას, რომლებიც ოჯახში მესამე ან მომდევნო შვილებად იბადებიან.

ინიციატივის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება და ტრადიციული ფასეულობების განმტკიცება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading