თიანეთში განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა 1979 წელს დაბადებული მ.ა., რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულიდან მალევე დააკავეს, ხოლო დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ა. დააკავეს.