აჭარაში თურქეთის მიერ საერთაშორისო ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.

დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.

პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading