გარემოს სააგენტო შავი ზღვის წყალს რეგულარულად ამოწმებს — კვლევები მაღალი სიზუსტით ტარდება

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს ყოველთვიურად 12 წერტილში აკონტროლებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, საქართველოს სანაპირო ზოლის 12 წერტილში ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები მოიცავს როგორც ჰიდრობიოლოგიურ, ისე ქიმიურ პარამეტრებს. მათ შორის — 13 მძიმე მეტალის, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადების, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადის და სხვა ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების კონცენტრაციის განსაზღვრას.

სინჯები, რომლებიც შავი ზღვის სხვადასხვა წერტილიდან აღებულია, გადაეცემა გარემოს ეროვნული სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიას, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიზატორებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

ლაბორატორიული კვლევების ამ დრომდე ჩატარებული შედეგებით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, მონიტორინგისა და კვლევების სისტემის გაუმჯობესება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading