როდიდან გადაგის სკოლა 11-კლასიან სწავლაზე?
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 11-კლასიანი სასწავლო სისტემა 2027-2028 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. დღეს მეცხრე კლასში მყოფი მოსწავლეები შეძლებენ ჩვეულებრივ დაამთავრონ მეთერთმეტე კლასი.
მინიმუმ მოთხოვნით, მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, შეძლებენ მეთორმეტე კლასშიც ისწავლონ. ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის რაოდენობის მიხედვით, შესაბამისი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში გაიხსნება მეთორმეტე კლასი.
გივი მიქანაძის განმარტებით, მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება აიღონ როგორც მეთერთმეტე, ასევე მეთორმეტე კლასის ატესტატი.