ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე ოფიცერი დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით სამსახურებრივი მონაცემები გადასცა მოქალაქეს კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ, რის სანაცვლოდ მიიღო 1000 აშშ დოლარი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულმა ფარულმა საგამოძიებო მოქმედებებმა დაადასტურა დანაშაულის ფაქტი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებებით.

ბრალდებული დაკავებულია ქრთამის აღების დროს, ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქმის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6–9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავს უკანონო ქმედებებზე და ამ ტიპის შემთხვევებზე უზრუნველყოფს სწრაფ და მკაცრ რეაგირებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading