მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს — გიორგობას აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა გიორგი, რომელიც III საუკუნეში კაბადოკიაში დაიბადა, რომის იმპერიის მხედართმთავარი იყო და ქრისტიანობისთვის წამებული გახდა. იგი ეკლესიის ისტორიაში ძლევაშემოსილ და უძლეველ ზეციურ მხედრად ითვლება.

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading