დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა 10 000 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები და 350 ევრო.
სამართალდამცველებმა ყალბი ფული სრულად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.