თეთრიწყაროს მთავარ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა

ქალაქ თეთრიწყაროს მთავარ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება – „სამი ხმის ჰარმონია ქართულ პოეზიაში“ გაიმართა, რომელიც იოსებ ნონეშვილის, ლადო ასათიანისა და თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ბიბლიოთეკის მკითხველებმა ქართველი პოეტების ნაწარმოებები წაიკითხეს და დამსწრეებს განსაკუთრებული ემოციით გაჯერებული საღამო შესთავაზეს.

პარალელურად მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი მხატვრების – გიორგი დალაქიშვილისა და ნიკოლოზ ლიპარტელიანის ნამუშევრები, რომლებმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

დასკვნით ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading