დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა სომხეთის ელჩს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.


შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ქართულ-სომხური ურთიერთობები, ის წარმატებები, რაც ორივე სახელმწიფოს გვაქვს. შევთანხმდით, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება, მათ შორის, სავაჭრო მიმართულებით. დიასპორასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენც ვართ მიწვეული სომხეთში. ასეთი ურთიერთობები მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს სომეხი და ქართველი ხალხის დიდ ისტორიულ მეგობრობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading