,,იმედინიუსის“ ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით საქართველოში ვიზიტის დროს, რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, ელინა ვალტონენისთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading