უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფულის გათეთრების ფაქტზე რუსეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა.

🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანია, ეროვნული ბანკის რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, საქართველოში ვირტუალური აქტივების მომსახურებას აწვდიდა.

🔹 უკანონო ოფისის და ე.წ. „საკურიერო“ სერვისის მეშვეობით, ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ტრანზაქცია განხორციელდა – უგზო-უკვლოდ საერთაშორისო მოძრაობის ჩათვლით.

🔹 დაკავებულები სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში ავტომობილებით დიდი ოდენობით ვალუტას შემოჰქონდათ, ყიდულობდნენ ვირტუალურ აქტივებს და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდნენ.

🔹 ჩხრეკისას ამოღებულია:

  • 721,000 აშშ დოლარი (ოპისებში, ავტომობილებში და კერძო პირისგან),
  • ფინანსური დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა.

🔹 გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

🔹 გრძელდება სხვა ფიგურანტების დადგენა და ფინანსური დანაშაულების გამოვლენა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading