თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი

2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

თორნიკე რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ერთი პირია დაკავებული ბრალდებულის სახით.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავები დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მომხდარის ყველა დეტალი ამ ეტაპზე იკვლევა.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading