3 761 მიუსაფარი ცხოველი სპეციალურ პროგრამაში – სურსათის სააგენტოს საპილოტე პროექტი გრძელდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 29 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში 3761 ცხოველი აიყვანეს ქუჩიდან სპეციალური ეკიპაჟების მიერ და გადაიყვანეს თავშესაფრებში.
🩺 ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი პროცედურები:
- 3761 ცხოველი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით
- 3172 ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია
- 3733 ცხოველს იდენტიფიკაცია ჩაუტარდა და საყურე ნიშანი მიემაგრა
- 3548 ცხოველი დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში, თავშესაფარში კი 213 რჩება
- დარჩენილი ცხოველები, ვეტერინარული პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან გარემოს
📌 პროექტის მიზანი:
პროგრამა მიმართულია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის რეგულირებაზე, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციაზე, ასევე ადამიანისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
📍 პროგრამა მოიცავს:
- აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებს
- ბორჯომის მუნიციპალიტეტს
🔢 ჯამში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში 9000-მდე ცხოველის მოვლა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.