რუსთავის სპორტის სასახლე საქართველო–ესპანეთის ფრენბურთის მატჩს მასპინძლობს

რუსთავის სპორტის სასახლეში, ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება — საქართველოსა და ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები დღეს დაუპირისპირდებიან.

როგორც რუსთავის მერია იუწყება, მატჩს წინ უძღოდა ოფიციალური ვარჯიში, რომელსაც ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, სპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ ჩვენს ახალ, ევროპულ სპორტის სასახლეში საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებს ვმასპინძლობთ. დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს ხვდება და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფრენბურთელებს“, — განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერმა ორივე ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები და გამარჯვება უსურვა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading