საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

ყარადაღ–თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე დაზიანება დაფიქსირდა და სარეაგირო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ყარადაღ–თბილისის 700 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე 505,8 კმ მონაკვეთზე დაზიანება დაფიქსირდა, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის გაჟონვა მოხდა.

უწყების ცნობით, ადგილზე დაუყოვნებლივ დაიწყო სარეაგირო სამუშაოები და პროცესში ყველა შესაბამისი სამსახური არის ჩართული. მიზანი ავარიული მონაკვეთის სწრაფი ლოკალიზაცია და საფრთხის სრულად აღმოფხვრაა.

,,ყარადაღ–თბილისის 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 505,8 მონაკვეთზე დაფიქსირდა დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ბუნებრივი გაზის გაჟონვა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განახორციელა მყისიერი რეაგირება და უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავარიული მონაკვეთის ლოკალიზაცია და საფრთხის სრულად აღმოფხვრა.”- საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading