იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვების მონათვლის 73-ე ეტაპი.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით – იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. რეგისტრაციისთვის აუცილებელია: 📞 საკონტაქტო ტელეფონები:593 90 08 10558 65 11 59593 46 45 71

წაიკითხეთ მეტი

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

წაიკითხეთ მეტი

უძღები შვილის კვირა – სინანულისა და დაბრუნების დღე

დღეს არის უძღები შვილის კვირა – სინანულისა და ღმერთთან დაბრუნების დღე 🌸❤️დღე, რომელიც ჩუმად და ნაზად გვახსენებს საკუთარ გზას, ჩვენს დაცემებსა და კვლავ წამოდგომას.თითოეული ჩვენგანი არის უძღები შვილი – და თითოეულს სიყვარულით და მიტევებით ელოდება მოწყალე მამა, ღმერთი. ,,ვცოდე მამაო, წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ ძედ წოდებად”. სინანულია საფუძველი და გასაღები ყოველგვარი სიკეთისა და,…

წაიკითხეთ მეტი

3 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის – „ნუგეშის“, ანუ „მანუგეშებლის“ ხსენების დღეს

ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, – თეოდოსი დიდის ძე, ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს,…

წაიკითხეთ მეტი

ქრისტეს აღმდგომა 2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია 12 აპრილს აღნიშნავს-აღდგომის მარხვის კალენდარი

აღდგომის მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. აღდგომის დიდ მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი. 1 თებერვალი – არის მეზვერისა და ფარისევლოს კვირა. 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე მსგეფსი ხსნილია. 8 თებერვალი – უძღები შვილის კვირა. 9 თებერვლიდან 16 თებერვლამდე არის ხორციელის კვირა. ოთხშაბათი – პარასკევი მარხვაა. 15 თებერვალი – საშინელი სამსჯავროს…

წაიკითხეთ მეტი

29 იანვარი – წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისების დღე

დღეს ქრისტიანები წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვებს მიაგებენ პატივს. ლეგენდის მიხედვით მოციქული პეტრე ჰეროდეს ბრძანებით საპყრობილეში ჩასვეს და რკინის ჯაჭვებით შებოჭეს. ღამით როდესაც პეტრეს ეძინა, გამოეცხადა და გაანთავისუფლა. მისგან დარჩენილი ჯაჭვები მორწმუნეებისთვის სიწმინდეა, რომელიც განსაკუთრებულ მადლს ატარებს. სასწაული ეყრდნობა იმას, რომ ჯაჭვებთან რწმენით მიახლოებული ადამიანები განიკურნებიან სხვადასხვა სნეულებებისგან. დღესაც, მრავალი მორწმუნე წმინდა პეტრეს ჯაჭვებს თაყვანს სცემს…

წაიკითხეთ მეტი

დღეს, 27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა,…

წაიკითხეთ მეტი

21 იანვარს წმინდა აბო თბილელის ხსენების დღეა

წმინდა აბო თბილელი, არაბი წარმოშობის ქრისტიანი მოწამე, VIII საუკუნეში ქრისტიანობისათვის აღესრულა. ქართლის გამგებელ ნერსესთან ურთიერთობამ იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. მიუხედავად დევნისა და წამებისა, აბომ უარი არ თქვა ქრისტეზე და თბილისში წამებით მოკლეს. მისი წმინდა ნაწილები მტკვარში გადაყარეს. დღეს წმინდა აბო თბილელი სიმტკიცის, რწმენისა და თავგანწირვის სიმბოლოდ ითვლება.

წაიკითხეთ მეტი

როგორ უნდა შევინახოთ და გამოვიყენოთ ნათლისღების ნაკურთხი წყალი

ნათლისღების წყალი დიდი კურთხევის შემდეგ გროვდება, რომელიც მხოლოდ 18 და 19 იანვარს სრულდება. ეს დღე უფლის იესო ქრისტეს იორდანეში ნათლობას უკავშირდება და, როგორც ღვთის მსახური აღნიშნავს, ნაკურთხი წყალი განსაკუთრებული წესით უნდა იქნეს გამოყენებული. ამ დღეებში ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულია და ის სპეციალურ ჭურჭელში – ბოთლში ან ქილაში – უნდა შეინახონ და პატივისცემით მოეპყრონ. როგორც წესი, ნათლისღების…

წაიკითხეთ მეტი

ლოცვა ნათლულთათვის

,,უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა(სახელები) ზედა დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი და მოაქციენ იგინი სინანულად. აცხოვნე უფალო და შეიწყალენ…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »