3 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის – „ნუგეშის“, ანუ „მანუგეშებლის“ ხსენების დღეს
ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება, იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, – თეოდოსი დიდის ძე, ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ყველა საშინელების მოლოდინში იყო, ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ და მის ჩრდილში ერთიანად სველ, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწულს მიადგნენ. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონვე უამბო თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – „ყმაწვილის ბუჩქი“. იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად თვით არკადი მოვიდა.
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა სავსეა სიმკაცრით და ულმობელი მსჯავრით.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი და მფარველობა გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!
ნუგეშისმცემელი ღვთისმშობელი შეგეწიოთ სულიერ სიმტკიცეში, მშვიდობასა და სიყვარულში. ❤️