ბაკურიანში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1982 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი. დააკავეს.

დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის – სამი პირის განზახ მკვლელობისა და ორი პირის განზახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე.

მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading