ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – მათ შორის 3 „კანონიერი ქურდია“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. ბრალდებულთა შორის სამი ე.წ. „კანონიერი ქურდია“.