3 თებერვალი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა (1915-1990)

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი სსრკ ვიცე-ჩემპიონია – 1939 და 1940 წლებში, ხოლო სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1936, 1946, 1947 და 1950 წლებში.

ბორის პაიჭაძემ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 180 მატჩი ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა. 1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა.

2001 წლის 26 მარტს სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც ფეხბურთის სპეციალისტები, ჟურნალისტები და ვეტერანი ფეხბურთელები შედიოდნენ, ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading