22 დეკემბერი ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანთათვის

ამ დღეს წმინდა და მართალ იოაკიმესა და ანას ეუწყათ, რომ შეეძინებოდათ შვილი – ის, ვინც გახდებოდა დასაბამი კაცობრიობის სიხარულისა. შეიძლება ითქვას, ეს არის ხარება მთელი კაცობრიობისთვის, რადგან სწორედ ამ დღიდან იწყება გზა ღვთისმშობლის, უფლის დედის, ქვეყნად მოვლინებისკენ. ამ დღით დასრულდა დაცინვა და შეურაცხყოფა, რომელსაც ღვთისმშობლის მშობლები წლების განმავლობაში განიცდიდნენ უშვილობის გამო. იოაკიმე და ანა მუდმივად…

წაიკითხეთ მეტი

მიტროპოლიტი შიო: ნიკოლოზობის დღესასწაულზე ვნებებთან ბრძოლის გზას ნამდვილი სიხარული მოაქვს

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ შიომ ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განსაკუთრებული ყურადღება ვნებებთან ბრძოლას დაუთმო. მისი თქმით, სწორედ ვნებებთან ბრძოლის გზაა ერთადერთი გზა ნეტარებისა და ჭეშმარიტი სიხარულის მიღწევისკენ. მეუფემ აღნიშნა, რომ ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი სიხარული არ ნიშნავს ამქვეყნიური სიამოვნებისა და ვნებების მონობას. პირიქით, ვნებებთან ბრძოლის მეშვეობით ადამიანი აღიდგენს თავის საღვთო ბუნებას, მიიწევს ნეტარებისკენ…

წაიკითხეთ მეტი

დღეს, 17 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს

ქრისტიანობისთვის თავდადებულ ქალწულმოწამეს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულდება. წმინდა ბარბარე განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ბავშვების მფარველი წმინდანი. ამ დღეს მორწმუნეები ლოცვით ევედრებიან მას შვილების ჯანმრთელობასა და მშვიდ მომავალს. 📖 საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. იგი ფარულად მოექცა ქრისტიანობაზე, რის გამოც სასტიკი დევნა და წამება გადაიტანა. მრავალდღიანი ტანჯვის შემდეგ წმინდანი…

წაიკითხეთ მეტი

ლოცვა რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა. კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ,…

წაიკითხეთ მეტი

🌺 ბარბარობა – ლობიანი როგორც მოწყალება

17 დეკემბერი ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია — ბარბარობა, დღე, რომელიც ერთნაირად ახარებს მორწმუნესაც და არამორწმუნესაც. 🌸 წმინდა ბარბარე ბავშვთა მფარველ წმინდანად ითვლება. გადმოცემის თანახმად, იგი სიკვდილის წინ აზიარებს მათ, ვინც ვერ მოასწრო ზიარება, ამიტომ ხატებზე ხშირად ბარძიმით ხელში არის გამოსახული. 🙏 ბარბარობის დღესასწაულს უკავშირდება ლობიანების გამოცხობის ტრადიციაც. მიუხედავად იმისა, რომ ლობიანი წმინდა…

წაიკითხეთ მეტი

13 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

ქართლის მეფე, სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. ვახტანგ გორგასალი 15 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 45 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მისი მეფობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სახელმწიფოებრივი გაძლიერების, ისე ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლების თვალსაზრისით. მეფეს უკავშირდება ტფილისის გაძლიერება, სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა და კათალიკოსობის შემოღების მცდელობა. ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში მიღებული მძიმე…

წაიკითხეთ მეტი

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად სწორედ ანდრია მოიხმო, ამიტომაც მიენიჭა ეპითეტი „პირველწოდებული“. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, დედაღვთისამ მოუწოდა ანდრიას საქართველოში წამოსვლა და აუწყა,რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. საქართველოში იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა და თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ხატი. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ…

წაიკითხეთ მეტი

7 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინსა ეკატერინეს ხცენების დღეს აღნიშნავს

წმინდა ეკატერინე იყო ულამაზესი ასული, იგი გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით, თუმცა ამ სილამაზემ მცირედი სიამაყეც შესძინა ახალგაზრდა ასულს. ეგი ეძებდა საქმროს, რომელიც მასავით ლამაზი და ბრძენი იქნებოდა. ეკატერინემ განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო. ღამით ეკატერინემ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს…

წაიკითხეთ მეტი

ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს (21 ნოემბერი). იგი შესულია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში. ტროპარი დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო. კონდაკი ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ, მიტროპოლიტ თეოდორეს, მიტროპოლიტ გერასიმეს და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობით, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ს ოფიციალური შეხვედრა გამართა. დელეგაციამ მის უნეტარესობას გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების 20 წლისთავს ეხება. შეხვედრას ესწრებოდა ისრაელში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკიც. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობები, მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »